ჟირუს ახალი კლუბი ცნობილია. ფეხბურთელი მილანს მალე დატოვებს
იტალიელი სპორტული ჟურნალისტის, ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, ოლივიე ჟირუს ახალი კლუბის ვინაობა ცნობილია.
მილანის ცენტრალურმა თავდამსხმელმა 2024 წლის მარტში MLS-ის გუნდთან სიტყვიერი შეთანხმება დადო. ფეხბურთელი ლოს ანჯელესს (LAFC) შეუერთდება.
კონტრაქტი ძალაში 2025 წლის დეკემბრამდე იქნება და ის მალე დაილუქები კლუბის განცხადების შემდეგ. ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის გახსნისთავე, საფრანგეთის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი, MLS-ის ლიგაში მოსინჯავს ძალებს.