"მიზეზი ფული არ არის!", - ლა ლიგაში განმარტეს, რატომ არ არის კარის ხაზის ტექნოლოგია
ელ კლასიკოზე მომხდარი საკამათო ეპიზოდის შემდეგ, დიდი კრიტიკა ესპანეთის ფედერაცის მიმართ წავიდა, რადგან კარის ხაზის ტექნოლოგიების დანერგვაზე უარი თქვეს.
ამასთან დაკავშირებით კომენტარი ლა ლიგის პრეზიდენტმა ხავიერ ტებასმა გააკეთა.
"მიზეზი, რის გამოც ეს ტექნოლოგია ლა ლიგაში არ გვხვდება, ფული ნამდვილად არ არის. მარტივად აგიხსნით რა ხდება.
ამ ტექნოლოგიის გამოყენება სეზონში 4-5-ჯერ თუ მოგვიწევს, ისიც ბოლომდე გამართული არ არის და დანამდვილებით ვერ გავიგებთ, სწორი იქნება თუ არა ტექნოოლოგიის გადაწყვეტილება.
შესაბამისად, ის ბოლომდე სანდო არ არის და თავს ვიკავებთ ლა ლიგაში დანერგვისთან. ერთ მატჩზე 6 მილიონის გადახდა წყალში გადაყრილი იქნება", - განაცხადა ტებასმა.