ავტორიზაცია

მილანი ჟირუს შემცვლელად ხუთ კანდიდატს განიხილავს

მილანი ჟირუს შემცვლელად ხუთ კანდიდატს განიხილავს
თარიღი 25 Apr 2024, 12:33
თავდამსხმელის ოლივიე ჟირუს MLS-ში გადასვლასთან დაკავშირებით, "მილანის" ხელმძღვანელობამ ახალი ცენტრალური ფორვარდის ძებნა დაიწყო. 

როგორც La Gazzetta dello Sport იტყობინება, "როსონერის" კანდიდატთა სიაში ხუთი მოთამაშე ჰყავთ. 

საუბარია სეროუ გირასის (შტუტგარტი), ჯოშუა ზირკზეს (ბოლონია), ბენჟამინ შეშკოს (რბ ლაიფციგი), სანტიაგო ხიმენესის (ფეიენოორდი) და ჯონათან დევიდის (ლილი) კანდიდატურაზე. 

იტალიის სერია A-ს მიმდინარე სეზონში "მილანი" მეორე ადგილზეა.