მანჩესტერ იუნაიტედი ზაფხულში 11 ფეხბურთელის გაშვებას გეგმავს
მანჩესტერ იუნაიტედში ზაფხულში დიდი ცვლილებები იგეგმება - ბრიტანული მედიის ცნობით, გუნდი 11 ფეხბურთელის გაშვებას გეგმავს.
MirrorFootball-ის ცნობით, აღნიშნულ სიაში რაშფორდი, კაზემირო, ვან-ბისაკა, ვანარი, ლინდელოფი, მაგუაიერი, ერიქსენი, ამრაბატი, სანჩო, მარსიალი და ენტონი მოხვდნენ.
პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონში მანჩესტერ იუნაიტედმა 33 ტურში 53 ქულა დააგროვა და მე-6 ადგილზე იმყოფება.