ინტერი მზადაა მილანს ზირკზესთვის ბრძოლაში კონკურენცია გაუწიოს

მილანის "ინტერი" "ბოლონიას" ნიდერლანდელი თავდამსხმელის ჯოშუა ზირკზეს ტრანსფერის შესაძლებლობას განიხილავს.
22 წლის ფეხბურთელი "მილანის" ერთ-ერთ მთავარ სამიზნედ განიხილება - "როსონერის" ახალგაზრდა ფორვარდით ოლივიე ჟირუს შეცვლა სურს, რომელმაც MLS-ში გადასვლა გადაწყვიტა.
La Gazzetta dello Sport-ის ცნობით, "ინტერი" ასევე სერიოზულად ინტერესდება ზირკზეს ტრანსფერით.
ზირკზეიმ მიმდინარე სერია A-ში 31 მატჩში 11 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა გააკეთა.