ლივერპული ლუის დიასის ტრანსფერით ინტერესდება

"ლივერპულის" თავდამსხმელი ლუის დიასი კვლავ კატალონიური "ბარსელონას" ინტერესების სფეროშია. ამის შესახებ Mundo Deportivo-ს იტყობინება.
წყაროს ცნობით, "ბლაუგრანას" სურს ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაში შემტევი დაიმატოს.
27 წლის კოლუმბიელი კატალონიური გუნდის ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა.
მიმდინარე სეზონში თავდამსხმელმა 47 მატჩი ჩაატარა, რომელშიც 13 გოლი გაიტანა და ოთხი საგოლე გადაცემა გააკეთა.