მანჩესტერ იუნაიტედმა რაშფორდის სატრანსფერო ფასი დაასახელა
მანჩესტერ "იუნაიტედი" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაში მარკუს რაშფორდის გაყიდვას არ ელოდება.
ამავდროულად, "წითელი ეშმაკები" მზად არიან რაშფორდზე შეთავაზებები განიხილონ.
ESPN-ის ცნობით, "იუნაიტედს" თავდამსხმელის მინიმუმ 70 მილიონ ფუნტად (დაახლოებით 82 მილიონი ევრო) გაყიდვა სურს.
2023/2024 წლების სეზონში მარკუს რაშფორდმა 40 მატჩი ჩაატარა, რომელშიც რვა გოლი გაიტანა და ხუთი საგოლე გადაცემა შეასრულა.