ანჩელოტი: "კროოსის პასების დახმარებით, მეტოქის პრესინგიდან ამოვდიოდით და სივრცეებს ვქმნიდით"
ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალური ეტაპის პირველი მატჩის დასრულების შემდეგ (ბაიერნი 2-2 რეალი), სამეფო კლუბის მთავარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ მედიასთან ისაუბრა.
"ვფიქრობ, რომ მთელი მატჩის განმავლობაში თავს კომფორტულად ვგრძნობდით, თუმცა, იყო მომენტები, როდესაც ინტენსივობას ვკარგავდით. ამის გამო ყოველთვის დაისჯები და ეს ყველამ კარგად იცის."