ლუის ენრიკე: "ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალური ეტაპია და ყველამ ვიცით, რომ რთულია აქ წარმატების მიღწევა"

ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალური ეტაპის პირველ მატჩში, პსჟ დორტმუნდთან გასვლაზე 1-0 დამარცხდა. მატჩის შემდეგ, პარიზული გუნდის თავკაცმა, ლუის ენრიკემ მედიასთან ისაუბრა.
"ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალური ეტაპია და ყველამ ვიცით, რომ რთულია აქ წარმატების მიღწევა. ცოტა იმედგაცრუებულები ვართ, რადგან გოლების გატანა შეგვეძლო და ორჯერ ბურთი ძელს მოვარტყით" - ლუის ენრიკე.