ავტორიზაცია

3 ფეხბურთელის გარდა, მანჩესტერი ყველა მოთამაშეს ყიდის? - ტენ ჰაგის კომენტარი

3 ფეხბურთელის გარდა, მანჩესტერი ყველა მოთამაშეს ყიდის? - ტენ ჰაგის კომენტარი
თარიღი 02 May 2024, 19:55
ბოლო პერიოდში გავრცელებული ინფორმაციით, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე "მანჩესტერ იუნაიტედი" 3 ფეხბურთელის გარდა ყველა მოთამაშის გაყიდვას აპირებს.

ეს ფეხბურთელები არიან - რასმუს ჰოილუნდი, გარნაჩო კობი მაინო. მათ გარდა წითელი ეშმაკები ყველას სატრანსფერო ფანჯარაზე დააყენებენ.

ამასთან დაკავშირებით, მანჩესტერის მთავარ მწვრთნელს ერიკ ტენ ჰაგს ჰკითხეს.

"რა მოხდება ზაფხულში, ვერ გეტყვით. ყველა სატრანსფერო ფანჯარაზე ამბობენ, რომ მანჩესტერი აბსოლუტურად ყველას გაყიდისო და ასე არ ხდება ხოლმე.

ასევე, 200 ფეხბურთელზე ამბობენ, მანჩესტერი ყიდულობს, რაც სიმართლეს არ შეესაბამება", - განაცხადა ტენ ჰაგმა.