ბაიერნი იტალიელი სპეციალისტის ვარიანტს მიუბრუნდა

მიუნხენის "ბაიერნი" ახალი მთავარი მწვრთნელის ძებნას აგრძელებს, მას შემდეგ რაც რალფ რანგნიკმა "რეკორდმაისტერს" უარი თქვა.
Tuttomercatoweb-ის ცნობით, "ბაიერნი" ამჟამად რობერტო დე ძერბის დარწმუნებას გეგმავს - მიუნხენური გრანდი უკვე დაუკავშირდა იტალიელი სპეციალისტის გარემოცვას.
44 წლის სპეციალისტის მიმართ ინტერესს "მილანი" და "ნაპოლიც" იჩენენ.
დე ძერბის მოქმედი კონტრაქტი "ბრაიტონთან" 2026 წლის ზაფხულამდეა ძალაში.