ნიუკასლის გარდა, მამარდაშვილის შეძენით პრემიერ ლიგის კიდევ ერთი გუნდი ინტერესდება

ბოლო პერიოდში გავრცელებული ინფორმაციით, ვალენსიას ქართველი მეკარის, გიორგი მამარდაშვილის შეძენით ნიუკასლია დაინტერესებული.
ინგლისელები საქართველოს ნაკრების მთავარი მეკარის ხელში ჩაგდებას ზაფხულში შეეცდებიან.
აღსანიშნავია, რომ მამარდაშვილის შეძენით პრემიერ ლიგის კიდევ ერთი გუნდი - მანჩესტერ იუნაიტედი ინტერესდება და აქტიურ დაკვირვებას აწარმოებს.
ვალენსიას ამჟამინდელი ფასი 35 მილიონ ევროს შეადგენს. სავარაუდოდ, ყველაფერი ევროპის ჩემპიონატის შემდეგ გადაწყდება.