ატლეტიკოს გრიზმანთან კონტრაქტის გახანგრძლივება სურს

მადრიდის "ატლეტიკო" ფრანგი თავდამსხმელის ანტუან გრიზმანის შენარჩუნებას გეგმავს.
Diario AS-ის ცნობით, "ატლეტიკოს" ხელმძღვანელობას სურს 33 წლის ფეხბურთელს ახალი კონტრაქტი შესთავაზოს.
2023/24 წლების სეზონში გრიზმანმა 44 მატჩი ჩაატარა, რომელშიც 21 გოლი გაიტანა და რვა საგოლე გადაცემა გააკეთა.
თავდამსხმელს "ატლეტიკოსთან" კონტრაქტი 2026 წლამდე აკავშირებს.