პსჟ-ს ვიტინიასთან კონტრაქტის გახანგრძლივება სურს
ფრანგული "პსჟ"-ს უახლოეს პერიოდში ვიტინიასთან კონტრაქტის გახანგრძლივება სურს.
ჟურნალისტ ნიკოლო სკირას ინფორმაციით, პარიზელებს პორტუგალიელებთან ახალი ხელშეკრულების გაფორმება 2029 წლის ზაფხულამდე სურთ.
შეგახსენებთ, რომ ვიტინიას მოქმედი კონტრაქტი "პსჟ"-სთან 2027 წლამდე აკავშირებს.
ვიტინიამ საფრანგეთის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში 7 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა გააკეთა.