» იხილე განახლებული ვებ-გვერდი

მესი, რონალდუ, ნოიერი - 2014 წლის 3 ვარსკვლავი



ახლოვდება იანვარი, როდესაც ფიფამ, მსოფლიო ფეხბურთის მმართველმა ორგანიზაციამ, დაჯილდოვება უნდა ჩაატაროს, სადაც 2014 წლის საუკეთესო ფეხბურთელი გამოვლინდება. წელს, ისევე როგორც შარშან, ამ სიაში „რეალის“, „ბარსელონასა“ და „ბაიერნის“ თითო–თითო მოთამაშე მოხვდა. მაგრამ თუ ესპანური კლუბების წარმომადგენელთა გვარები იგივე დარჩა, ბავარიელი შეიცვალა და, ამჯერად, ფრანგი ფრენკ რიბერის ნაცვლად გერმანელი მანუელ ნოიერი დაელოდება შედეგებს. დღეს საფეხბურთო საიტი GOAL.GE შეეცდება გაამახვილოს ყურადღება თითოეული ფეხბურთელის წლევანდელ მიღწევებზე. სტატიაში განვიხილავთ თითოეულ მათგანს, ხოლო თუ ვინ არის საუკეთესო, ამაზე მკითხველის აზრიც ძალზე საინტერესო იქნება. 1.მანუელ ნოიერი ზოგადად კიპერისთვის ოქროს ბურთის სამეულში მოხვედრა ურთულესი რამაა, მისი მოპოვება კი, კიდევ უარესი. ერთადერთი მეკარე, ვინც ამ წარმატებას მიაღწია, საბჭოთა კავშირის ნაკრების წევრი ლევ იაშინია. აქედან გამომდინარე, მანუელ ნოიერს ამ ჯილდოს პრედენდენტთა შორის მოხვედრა შეგვიძლია უკვე წარმატებად ჩავუთვალოთ, თუმცა მის ქომაგებსაც და, ალბათ, თავად მასაც, ოდნავ მეტი სურთ, ვიდრე მხოლოდ ნომინანტობაა. დავიწყოთ მიუნხენის „ბაიერნით“, სადაც მანუელმა, წინა სეზონის მეორე ნახევარში, გუნდთან ერთად 2 ტიტულის მოგება შეძლო – გერმანიის თასისა და ბუნდესლიგის ვერცხლის სინის. მაგრამ ანალოგიური წარმატებით ვერ გამოირჩა ჩემპიონთა ლიგაზე, სადაც მისმა გუნდმა ნახევარფინალამდე კი გააღწია, თუმცა იქ ორი მატჩის ჯამში 0:5 დათმო „სამეფო კლუბთან“. აქცენტის გაკეთება განსაკუთრებით მეორე მატჩზე შეიძლება, სადაც მანუმ 4 ბურთი გაუშვა. შეიძლება ეს იმდენად მისი ბრალი არ იყო, რამდენადაც მეტოქე გუნდის სიძლიერისა და მთლიანად „ბაიერნის“ უნიათო თამაშის, მაგრამ ოქროს ბურთის გამოკითხვაში ხმის მიცემის დროს, არ არის გამორიცხული, ეს შეხვედრა ბევრს გაახსენდეს. oq1 გავანებოთ თავი წინა სეზონის „ბაიერნს“ და ვისაუბროთ მსოფლიო ჩემპიონატზე, სადაც მეკარემ არნახული დამაჯერებლობით დიდი წვლილი შეიტანა საკუთარი ქვეყნის ეროვნული ნაკრების წარმატებაში. მიუხედავად იმისა, რომ ნოიერს საკუთარი კარიდან ბურთის გამოტანა 4–ჯერ მოუხდა ჩემპიონატის განმავლობაში, მან დამსახურებულად აჯობა კონკურენტებს, კეილორ ნავასსა და სერხი რომეროს და ოქროს ხელთათმანსაც დაეუფლა, ანუ მუნდიალის საუკეთესო მეკარედ დასახელდა. განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა მეოთხედფინალში საფრანგეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართულმა მატჩმა, სადაც გერმანელმა კიპერმა ქარიმ ბენზემა დატანჯა. თითოეული მისი დარტყმული ზედმეტი მოძრაობების გარეშე, მშვიდად მოიგერია, არადა, ფრანგთა 10–იანის გასროლებს, მარტივ ასაღებს ვერ დავარქმევთ. oq2 მიმდინარე სეზონში ნოიერი განსაკუთრებით კარგად თამაშობს გერმანიის ჩემპიონატში, სადაც აგერ უკვე ნახევარი წლის თავზე, მხოლოდ 3 ბურთი აქვს გაშვებული. ჩემპიონთა ლიგაზე მეკარე მსგავსი წარმატებით ვერ დაიკვეხნის, თუმცა „რომასთან“ და „მან.სიტისთან“ მატჩში, მან ბრწყინვალე სეივები შემოგვთავაზა. და ბოლოს, მანუელ ნოიერი არამხოლოდ ინდივიდუალურ, არამედ გუნდურ სამუშაოშიც საუკეთესოა. საკუთარი მოედნის ნახევარზე მეტს იგი აზღვევს, რაც როგორც „ბაიერნის“, ასევე გერმანიის ნაკრების მცველებს საშუალებას აძლევს აქტიურად ჩაერთონ შეტევაში. ხშირად მეკარის ამ მოქმედებებს რისკიანს უწოდებენ, თუმცა საკითხავი ის არის, თუ რატომ. გავიხსენოთ მატჩი ალჟირთან მუნდიალის მერვედფინალში, სადაც მანუმ მეტოქის არაერთი კონტრიერიში იდეალურად ჩაშალა, თანაც ისე, რომ ძალისმიერი ორთაბრძოლებიც კი მოუწია. oq3 ამრიგად ნოიერის პლიუსებში შეგვიძლია მოვიხსენიოთ დამაჯერებელი თამაში, ბრწყინვალე სეივები და დაცვის უნაკლო დაზღვევა საჯარიმოს გარეთ, ხოლო თუ ტიტულებს გადავხედავთ, მსოფლიო ჩემპიონობა, მუნდიალის საუკეთესო მეკარის პრიზი და, გერმანული ტურნირების ოქროს მედალი. 2.ლიონელ მესი 2014 წლის მუნდიალის ფინალის ბოლო წუთი. გერმანია არგენტინას 1:0–ს ამარცხებს, მესი კი ჯარიმას ურტყამს... ამ მომენტში ყველა ელოდა, თუ რა მოხდებოდა... oq4 იმ შემთხვევაში თუ მესი გაიტანდა, ის შესაძლოა ისტორიის საუკეთესო მოთამაშედაც ეღიარებინათ, ვინაიდან როდესაც ლიონელს პელესა თუ მარადონას ადარებენ, კრიტიკოსები მუდმივად აღნიშნავენ, „მას მსოფლიო ჩემპიონატი მოგებული არ აქვს!“ და მართლაც, თუკი მესი გაიტანდა, შესაძლოა, ამ სტატიის დაწერა საჭირო აღარც ყოფილიყო, რადგან ოქროს ბურთთან დაკავშირებული ყველა კითხვა, სავარაუდოდ, მოიხსნებოდა. მაგრამ, მესიმ დიდი მანძილით ააცილა. მიუხედავად ამისა, საუკეთესო სამეულში არგენტინელს დიდი ხნის წინ დაკავებული ადგილი არც ახლა გაუშვია ხელიდან და იანვარს ელის, სადაც, შესაძლოა, კიდევ ერთხელ მოიპოვოს პლანეტის საუკეთესოობა. ერთ–ერთი მიზეზი, რატომაც მესის ხმა უნდა მისცენ, არის ის, რომ მან მუნდიალის ოქროს ბურთი მოიპოვა. მაგრამ აქ ჩნდება მეორე პრობლემა, ექსპერტთა და ფეხბურთის სპეციალისტთა აზრით (მათ შორის ისეთი გავლენიანი ფიგურების, როგორებიც მიშელ პლატინი და ზეპ ბლატერი არიან), მესის აღნიშნული პრიზი საერთოდ არც კი ეკუთვნოდა. თუმცა, მეორე ნაწილი პირიქით მიიჩნევს და გადაწყვეტილებას სამართლიანად თვლის. რადგან საუბარი მუნდიალით დავიწყეთ, არგენტინელის წლის შეჯამებასაც სწორედ ამ პუნქტიდან შემოგთავაზებთ. მიმდინარე წლის ფორმაციის არგენტინის ნაკრები საბელიას მეთაურობით ჩემპიონატის მთავარ ფავორიტად ითვლებოდა და ფინალამდეც გააღწია. დიახ, გააღწია, რადგან ნაკრების 7 მატჩიდან, ვერც ერთი დაპირისპირება გუნდმა დამაჯერებლად ვერ მოიგო. მეტიც, ჯგუფური ეტაპის შემდეგ გამართულ 4 მატჩში არგენტინამ სულ 2 გოლის გატანა მოახერხა, აქედან ერთის, დამატებით დროში. მაგრამ თავისთავად ის ფაქტი, რომ საბოლოოდ გუნდის წევრებმა ვერცხლის მედლები ჩამოიკიდეს, მეტწილად სწორედ მესის დამსახურებაა. ლეო ჯგუფურ ეტაპზე ბრწყინავდა, მან სამივე მატჩში ისეთი გოლები გაიტანა, რომელთაგან თითოეულის შეყვანა გასული მუნდიალის საუკეთესო გოლთა ათეულში, ბევრისთვის მისაღები იქნებოდა. ნელ–ნელა ყველასთვის ცხადი გახდა, რომ არგენტინის ნაკრების მრისხანე მრავალკაციან შეტევაში, ორად–ორი კაციღა თამაშობდა – მესი და დი მარია. ეს უკანსაკნელი კი მეოთხედფინალში დაიმტვრა და მას მერე აღარც უთამაშია. ამრიგად მესის გუნდმა მხარი ვეღარ აუბა და მანაც ის გააკეთა, რაც შეეძლო. oq5 ჯობს საერთოდ არ შევეხოთ სეზონის პირველ ნახევარს, სადაც ვერც მესიმ და ვერც მისმა კლუბმა ვერაფერი მოიგეს, სამაგიეროდ აუცილებლად უნდა ავღნიშნოთ მიმდინარე სეზონი, სადაც „ბარსას“ 10–იანისთვის რეკორდების დამხობის ხანა დადგა. მესიმ ერთი მეორის მიყოლებით მოხსნა ჯერ ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ბომბარდირის, ხოლო შემდეგ ლა ლიგის საუკეთესო გოლეადორის რეკორდები და, ნუ დაგვავიწყდება, რომ სავსებით ახალგაზრდულ ასაკში. ასეთი ისტორიული წარმატებები ფარავს წინა სეზონის მეორე ნახევრის კრახს. მსოფლიო ჩემპიონატი კი, ალბათ მაინც აქტივში უნდა ჩავუწეროთ არგენტინელს, მიუხედავად ბევრი კამათისა თუ აზრთა სხვადასხვაობისა. oq6 3.კრიშტიანუ რონალდუ წელს, ისევე როგორც შარშან, პრიზის მოგების მთავარი პრეტენდენტი პორტუგალიელი კრიშტიანუ რონალდუა. მისი მთავარი მიღწევა ჩემპიონთა ლიგის გასულ სეზონში გატანილი 17 გოლია. გარდა ამისა, მან ესპანეთის პრიმერა დივიზიონშიც შეძლო თავის გამოჩენა და 31 გოლით საუკეთესო ბომბარდირი გახდა. რონალდუ მხოლოდ მცირედით ჩამორჩება მესის ჩემპიონთა ლიგის ისტორიის საუკეთესო გოლედორთა დავაშიც. oq7 გასული სეზონის მეორე ნახევარში მადრიდის „რეალმა“ კოპა დელ რეი და ჩემპიონთა ლიგა მოიგო. რონალდუ განსაკუთრებით „ბაიერნთან“ ნახევარფინალში გამოირჩა, სადაც დუბლის შესრულება შეძლო. ალბათ მეტი იქნებოდა მისი შანსები, ესპანეთის ჩემპიონობაც რომ „სამეფო კლუბს“ ეზეიმა, მაგრამ ტურნირი მადრიდელებმა მესამე ადგილზე დაასრულეს. იმის დასამტკიცებლად, თუ რაოდენ მნიშვნელოვანი ფიგურა იყო კრიშტიანუ „რეალისთვის“, დორტმუნდის „ბორუსიასთან“ განმეორებითი მატჩიც კმარა, როცა ლიგის მეოთხედფინალში გუნდმა 0:2 წააგო, რონალდუ ტრავმის გამო არ თამაშობდა. მიმდინარე სეზონი შესაძლოა პორტუგალიელის კარიერის საუკეთესოდაც იქცეს, თკი მან არსებული ფორმა შეინარჩუნა. ჯერ–ჯერობით ჩატარებულ 21 თამაშში ყველა ტურნირზე, კრიშტის, არც მეტი არც ნაკლები, 29 გოლი აქვს გატანილი. მის მიღწევებზე საუბარი ძალიან შორს წაგვიყვანს. ფაქტია, რომ აღნიშნული წარმატებებიდან გამომდინარე სამეულში ყოფნა მან დაიმსახურა და, ექსპერტთა დიდი ნაწილის აზრით, საბოლოო წარმატება სწორედ რონალდუს ერგება წილად. თუმცა წელს ჩავარდნაც იყო. მსოფლიო ჩემპიონატი კრიშტიანუსთვის იმდენად საზიზღარი გამოდგა, რამდენადაც, ალბათ, ვერავინ ვერ წარმოიდგენდა. მუნდიალის დაწყების წინ ბევრმა მეოდხედფინალი დაანონსა, სადაც ერთმანეთს პორტუგალია და არგენტინა უნდა შეხვედრილიყვნენ. თუმცა, ბრაზილიაში ჩასულმა ნაკრებმა ჯგუფში ჩარჩენით ხაზი გადაუსვა ყოველგვარ მომავალ ამბიციას. ასეა თუ ისე, ეს ტურნირი დადებითად ვერ წარმოგვიჩენს „რეალის“ ფეხბურთელს, მიუხედავად იმისა, რომ კრიშტის ტრავმა აწუხებდა და, დანარჩენი პორტუგალიელები გაცილებით უფრო დაბალი დონის ფეხბურთელებივით თამაშობდნენ, ვიდრე სინამდვილეში არიან. oq8 მსოფლიო ჩემპიონატზე 3–იდან 7 მატჩამდე ტარდება თითოეული ნაკრებისა თუ ფეხბურთელისთვის, როცა დანარჩენ დროს 60–ზე მეტი. თუმცა, მუნდიალი რანგით მინიმუმ 2–ჯერ უფრო მაღალი ტურნირია, ვიდრე სხვა ნებისმიერი. მანუელ ნოიერი ჩემპიონატის გმირია, მესი კარგი იყო როგორც ამ ტურნირზე, ისე სეზონის მეორე ნახევარში, როდესაც რეკორდები დაამხო, ხოლო კრიშტიანუ რონალდუ კი შეუჩერებელი გასული სეზონის ჩემპიონთა ლიგასა და ახლა მიმდინარე ტურნირებზე. ოქროს ბურთს სამივე მათგანი იმსახურებს, საკითხავი ისღაა, ვინ უფრო მეტად. ამის გადაწყვეტა, როგორც უკვე ავღნიშნეთ, თქვენთვის მოგვინდია.

GOAL.GE [poll id="188"]

სპეციალურად GOAL.GE-სთვის, ნიკა კოშორიძე

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ფრანგულ ტელეარხს მესი მის ირანელ ორეულში აერია [ფოტო]

ფრანგულ ტელეარხ M6-ს ლიონელ მესი და მისი ირანელი ორეული, რეზუ პარასტეში აერია ერთმანეთს.

დღეს, 12:53

ფერდინანდი: "რაოდენ არ უკმაყოფილოებიც არ უნდა იყვნენ ლივერპულის ქომაგები, სეზონი უნდა განულდეს"

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ექს-კაპიტანმა, რიო ფერდინანდმა, კორონავირუსით გამოწვეულ პაუზაზე ისაუბრა.

დღეს, 12:44

ზუსტად 36 წლის წინ ლივერპულმა დაამყარა რეკორდი, რომელიც დღემდე არავის გაუმეორებია

1984 წლის 29 მარტს გაიმართა ინგლისის ლიგის თასის ფინალური მატჩი „ლივერპულსა“ და „ევერტონს“ შორის.

დღეს, 12:28

ბარსელონაზე რამდენით ნაკლებს ხარჯავს რეალი ფეხბურთელების ხელფასებზე?

როგორც გითხარით, კორონავირუსის დროს, მადრიდის „რეალი“ თავისი თანამშრომლებისთვის ხელფასის შემცირებას არ გეგმავს.

დღეს, 12:12

იმისთვის, რომ ფერგიუსონთან ბრძოლა შედგეს, ხაბიბმა რუსეთის ტერიტორია დღეს უნდა დატოვოს

30 მარტის შუაღამიდან, რუსეთში დროებით შეჩერდება საერთაშორისო საავტომობილო, რკინიგზის, საფეხმავლო, საზღვაო და სახმელეთო მიმოსვლები.

დღეს, 12:04

ბაიერნის ექს-ფეხბურთელმა: "შესაძლოა, გიოტცე ფულმა გააფუჭა, ისევე როგორც იოზილი"

მიუნხენის „ბაიერნის“ ექს-ნახევამრცველმა, მიხაელ რუმენიგემ, დორტმუნდის „ბორუსიას“ მარიო გიოტცე გააკრიტიკა.

დღეს, 12:01

დე იონგი და იოვიჩი - წლის იმედგაცრუებათა შორის არიან, აზარი - არა

ესპანურმა გამოცემა AS-მა, ლა ლიგის ახალწვეულებს შორის, წლის იმედგაცრუებები დაასახელა.

დღეს, 11:51

რამდენია ტერ შტეგენის ბარსელონადან გამოსასყიდი თანხა?

მიუნხენის „ბაიერნი“ მანუელ ნოიერის შესაძლო წასვლისთვის მზადებას შეუდგა.

დღეს, 11:45

ბარსელონამ კატალონიის ჯანდაცვის სამინისტროს 30 ათასი პირბადე გადასცა

„ბარსელონას“ ოფიციალური ვებ-გვერდის ინფორმაციით...

დღეს, 11:39

რეალი, ბარსელონა, ბაიერნი და ჩელსი ნიჭიერი ნახევარმცველისთვის იბრძვიან [VIDEO]

ერთბაშად ოთხი ევროპული გრანდი „ესპანიოლის“ ფეხბურთელისთვის იბრძვის.

დღეს, 11:28

"სასიამოვნოდ გაკვირვებული დავრჩი", - ლუის ენრიკე რამოსის თვისებებს აქებს

ესპანეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი თავისი გუნდის კაპიტანზე საუბრობს.

დღეს, 11:20

ბარსელონას ფეხბურთელებს ხელფასის შემცირება იმიტომ არ უნდათ, რომ მსგავსი რამ რეალში არ ხდება

უარის მიუხედავად, ხოსეპ ბართომეუ „ბარსელონას“ ფეხბურთელების“ ხელფასის შემცირებაზე დათანხმებას მაინც ცდილობს.

დღეს, 11:17

გოდინი: "იტალია კორონავირუსს უშუალოდ ჩინეთის პრობლემად მიიჩნევდა და ზომებს არ იღებდა"

„ინტერის“ ურუგვაელმა მცველმა, დიეგო გოდინმა, ევროპაში კორონავირუსის გავრცელებაზე ისაუბრა.

დღეს, 10:56

რონალდუმ დედის ინსულტის გადატანის შემდეგ, მასთან ერთად გადაღებული პირველი ფოტო გამოაქვეყნა [ფოტო]

„იუვენტუსის“ პორტუგალიელმა შემტევმა, კრიშტიანუ რონალდუმ, სოციალურ ქსელში, დედამისთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა.

დღეს, 10:48

ტერ შტეგენი: "ხალხს ეცინება, როცა ვამბობ რომ ფეხბურთი არ მიყვარს, არადა არქიტექტურა მირჩევნია"

„ბარსელონას“ მეკარემ, მარკ-ანდრე ტერ შტეგენმა აღიარა, რომ ფეხბურთში დიდად ვერ ერკვევა.

დღეს, 10:42

ჟირუ: "იანვარში ინტერში გადასვლა შემეძლო..."

ლონდონის "ჩელსის" ფრანგი თავდამსხმელი ოლივიე ჟირუ ამბობს, რომ ზამთარში მას გუნდის დატოვება შეეძლო.

დღეს, 03:12

ანტონიო კონტეს ქველმოქმედება დისტანციური სწავლებისთვის

მილანის "ინტერის" მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ კორონავირუსთან საბრძოლველად ქველმოქმედება გაიღო.

დღეს, 03:08

კრაუჩი რონალდოზე: "მეთქი მეტყვის, პიტერ როგორ ხარო, მან კი საერთოდ ვერ მიცნო"

ინგლისის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი პიტერ კრაუჩი ბრაზილიელ რონალდოზე სახალისო ისტორიას იხსენებს.

დღეს, 02:58

"ის მსოფლიოში საუკეთესოა და რეალში რეკორდებს დაამყარებს", - ბელგიის მწვრთნელმა კურტუა შეაქო

ბელგიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რობერტო მარტინესმა "რეალის" გოლკიპერი ტიბო კურტუა შეაქო.

დღეს, 02:52

რომა ექიმებს აფასებს - 5 ათასი ბილეთი უფასოდ!

იტალიაში ვითარება კვლავ კრიტიკულია და ჯერჯერობით უცნობია, როდის განახლდება ჩემპიონატი.

დღეს, 02:44

"რთულია იმის წარმოდგენა, რომ ჯერ მხოლოდ 21 წლისაა" - ლივერპულის ყოფილი მცველი არნოლდზე

"ლივერპულის" ყოფილმა მარჯვენა მცველმა გლენ ჯონსონმა ამ გუნდის და ამ პოზიციის ამჟამინდელი ფეხბურთელი ალექსანდრ-არნოლდი შეაქო.

დღეს, 02:41

უეფას პრეზიდენტი: "შესაძლოა, ეს სეზონი დავკარგოთ"

კორონავირუსის გამო, შესაძლოა ეს სეზონი ჩაიშალოს. ამასთან დაკავშირებით კომენტარი უეფას პრეზიდენტმა ალექსანდრ ჩეფერინმა გააკეთა.

დღეს, 02:32

ბარსელონას ყოფილ მეკარეს კორონავირუსი დაუდასტურდა

კატალონიის "ბარსელონას" ყოფილ მეკარეს, ყველასთვის ცნობილი რუშტუს კორონავირუსი დაუდასტურდა.

დღეს, 02:28

კარაგერმა ერთმანეთს მოურინიო და გვარდიოლა შეადარა: "მწვრთნელი რომ ვიყო, მას მივბაძავდი"

ვეტერანმა ინგლისელმა ფეხბურთელმა ჯიმი კარაგერმა ერთმანეთს ჟოზე მოურინიო და პეპ გვარდიოლა შეადარა.

დღეს, 02:25

ლოკომოტივის მთავარმა მწვრთნელმა თანამდებობა დატოვა

ჩვენი ინფორმაციით, "ლოკომოტივის" მთავარმა მწვრთნელმა ლევან კორღალიძემ თანამდებობა დატოვა.

დღეს, 01:15

VIDEO: ფეხბურთი გაჩერებულია: ქართველმა ფეხბურთელმა კი ბელარუსის ჩემპიონატში გაიტანა

ბელარუსის ჩემპიონატის მეორე ტურში "გოროდეა" "შახტიორს' დაუპირისპირდა და 0:2 დამარცხდა.

დღეს, 01:04

რატომ არ აკლებს ფეხბურთელებს ხელფასს მადრიდის რეალი?

მადრიდის „რეალი“ კორონავირუსის დროს საკუთარ თანამშრომლებს ხელფასს არ აკლებს.

გუშინ, 23:19

იუვენტუსი ფეხბურთელებს მარტიდან ივნისამდე საერთოდ უხელფასოდ დატოვებს

„იუვენტუსის“ ოფიციალურმა ვებ-გვერდმა დაადასტურა, რომ გუნდის ფეხბურთელები 3 თვე საერთოდ უხელფასოდ იქნებიან.

გუშინ, 23:12

არც მესი და არც რონალდუ - ვეინალდუმმა თავისი კარიერის ყველაზე რთული მეტოქე დაასახელა

„ლივერპულის“ ჰოლანდიელმა ნახევარმცველმა, ჯორჯინიო ვეინალდუმმა, კარიერის ყველაზე რთული მეტოქე დაასახელა.

გუშინ, 22:54

ველა: "არსენალი იყო ადგილი, საიდანაც რაც შეიძლება სწრაფად წასვლა მინდოდა"

მექსიკელმა თავისი ლონდონური კარიერის ეტაპი გაიხსენა.

გუშინ, 22:50

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10