რეალის მორიგი ქამბექი და ჩემპიონთა ლიგის ფინალი!
მადრიდის რეალმა მორიგი ქამბექი შემოგვთავაზა და გულშემატკივარი გააოცა. ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში სამეფო კლუბი ბაიერნს დაუპირისპირდა.
ალფონსო დევისმა ანგარიში 69-ე წუთზე გახსნა, იქამდე კი მომენტები რეალს ჰქონდა, თუმცა ნოიერი მოწოდების სიმაღლეზე იყო.
დევისის გოლის შემდეგ კი გუნდი უფრო გააქტიურდა, შეცვლაზე შემოსული ხოსელუ კი გმირი გახდა და 5 წუთიან ინტერვალში დუბლი შეასრულა.
რეალმა ბაიერნი 2:1 დაამარცხა და ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავიდა, სადაც მათი მეტოქე დორტმუნდი იქნება.