საოცარი შედეგი - კარლო ანჩელოტი ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში შევიდა

ჩემპიონთა ლიგის წლევანდელი სეზონის ფინალში ერთმანეთს მადრიდის რეალი და დორტმუნდის ბორუსია დაუპირისპირდებიან.

სამეფო კლუბის მთავარი მწვრთნელი, კარლო ანჩელოტი გახდა პირველი მწვრთნელი, რომელიც ჩემპიონთა ლიგის ფინალში 6-ჯერ გავიდა - იტალიელმა სპეციალისტმა ფინალში 3-3-ჯერ რეალი და მილანი გაიყვანა.
აღსანიშნავია, რომ წინა 5 ფინალიდან, კარლო ანჩელოტის გუნდებმა 4 მოიგეს და მხოლოდ ერთხელ დამარცხდნენ.
