ავტორიზაცია

გიორგი ქინქლაძემ მსოფლიოს 3 საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა

გიორგი ქინქლაძემ მსოფლიოს 3 საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა
თარიღი 09 May 2024, 18:16
ლეგენდარულმა ქართველმა ფეხბურთელმა გიორგი ქინქლაძემ La Gazzetta Dello Sport Georgia-სთან ინტერვიუში მსოფლიოს 3 გამორჩეული ახალგაზრდა ფეხბურთელი დაასახელა.

"პირველს ვიტყვი ფილ ფოდენს, შემდეგ ბელინგემი, მესამე კი ხვიჩა კვარაცხელია. ობიექტურად, მათ შორის ყველაზე დიდი ტალანტი კვარაცხელიაა.

ფოდენი სიტის აღზრდილია და ამ გუნდში ისეთი კარგი ფეხბურთელები ჰყავდა, რომ 18-19 წლის ასაკში პრემიერ ლიგას იგებდა, რაც ფსიქოლოგიურად გადამწყვეტია.

ბელინგემი გერმანიის ერთ-ერთ გამორჩეულ გუნდში გადავიდა და რეალში გადავიდა, სადაც ისეთი გარემო დახვდა, არ უწევს ზედმეტი დატვირთვა.

ხვიჩა დინამოდან რუსთავში იყო, შემდეგ მოსკოვის ლოკომოტივში, ლოკომოტივიდან ახალგაზრდა ხვიჩამ ძალიან კარგად ითამაშა, გადმოვიდა ბათუმში და წავიდა კლუბში და ქალაქში, სადაც მხოლოდ ფეხბურთი აინტერესებთ. პირველივე სეზონში კვარაცხელიამ ნაპოლიში სკუდეტო მოიგო და საუკეთესო ფეხბურთელი გახდა. ზემოთ ჩამოთვლილი ფეხბურთელებისგან განსხვავებით, ხვიჩამ ყველაფერი 0-დან დაიწყო", - განაცხადა ქინქლაძემ.