მასტერ ლიგის ნაკრებმა პირველი მატჩი მოიგო და დღეს უძლიერეს მეტოქეს ხვდება
მასტერ ლიგის ნაკრები International Socca Federation-ის მიერ ორგანიზებულ მინი ფეხბურთის (6x6) ევროპის თასზე ასპარეზობს.
გუშინ, საქართველოს ნაკრებმა პირველი მატჩი გამართა, ასპარეზობა წარმატებით დაიწყო და თურქეთი 3:1 დაამარცხა.
მასტერ ლიგის ნაკრებიდან თავი ნაფიშვილმა, ნავალოვსკიმ და ძალამიძემ გამოიჩინეს.
მოყვარულთა ევროპის ჩემპიონატზე SOCCA EURO CUP, თურქეთის დამარცხების შემდეგ, დღეს ჩვენი 6X6-ზე ნაკრები უძლიერეს მეტოქეს - პორტუგალიას ხვდება.
შეგახსენებთ, რომ SMH Sports-ი მასტერ ლიგის პარტნიორია.