"11-11-ზე თამაშის გარდა, დღევანდელ ფეხბურთში ყველაფერი შეიცვალა", - ქინქლაძის შეფასება
ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელი გიორგი ქინქლაძე La Gazzetta Dello Sport Georgia-სთან ინტევიუში ერთმანეთს თავისი დროის და დღევანდელ ფეხბურთს ადარებს.
"ერთადერთი, რაც არ შეცვლილა, 11-11-ზე თამაშია. დანარჩენი ყველაფერი შეიცვალა. ფეხბურთელების და კლუბების დეფიციტია. ისეთი თამაშები არ არის, რომელსაც უყურებ.
რონალდუს და მესის წასვლის შემდეგ, ისეთი ფეხბურთელები აღარ არიან, ვისაც უყურებ. თუ არ ჩავთვლით პრემიერ ლიგის მატჩებს და ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალს.
მთავარი კი ის არის, რომ დღევანდელ ფეხბურთში მსაჯის ერთმა ჟესტმა შესაძლოა ყველაფერი შეცვალოს, იგულისხმება ვიდეო-რეფერი", - განაცხადა ქინქლაძემ.