ოფიციალურად: კილიან მბაპე სეზონის ბოლოს პსჟ-ს დატოვებს
პარი სენ ჟერმენის შემტევი, კილიან მბაპე სეზონის ბოლოს კლუბს დატოვებს - ინფორმაცია სოციალურ ქსელში თავად ფეხბურთელმა გაავრცელა და გულშემატკივრებს მიმართა.
"მოგესალმებით ყველას, მე კილიანი ვარ და როგორც შეგპირდით, სიახლეს პირადად ჩემგან გაიგებდით - ჩემი პარიზული კარიერა რამდენიმე კვირაში დასრულდება. პარკ დე პრენსზე ბოლო მატჩს კვირას ჩავატარებ და ეს ჩემთვის ემოციური იქნება."
"მინდა მადლობა გადავუხადო ყველა თანაგუნდელებს, მთავარ მწვრთნელებს: უნაი ემერის, ტომას ტუხელს, მაურისიო პოჩეტინოს, კრისტოფ გალტიეს და ლუის ენრიკეს. ასევე სპორტულ დირექტორებს: ლეონარდოს და ლუის კამპოსს, რომლებიც ყოველთვის გვერდში მედგნენ. მადლიერი ვარ კლუბის ყველა თანამშრომლის."
"ძალიან რთული კლუბის დატოვება, თუმცა, ვფიქრობ, რომ 7 წლის შემდეგ ახალი გამოწვევები მჭირდება. მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო გულშემატკივრებს, რომელთა თანადგომას ყოველთვის ვგრძნობდი და მოედანზე მაქსიმუმს ვაკეთებდი. აქ გატარებული 7 წელი მთელი ცხოვრება მემახსოვრება."
კილიან მბაპე პსჟ-ს ღირსეაბს 2017 წლიდან იცავს, 306 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 255 გოლთან ერთად 108 ასისტი გაიფორმა და 14 ტიტული მოიპოვა. ზაფხულში 25 წლის ფრანგი შემტევი რეალის ფეხბურთელი გახდება.