როგორი შეფასება მიიღო მიქაუტაძემ დღევანდელ მატჩში?

საფრანგეთის ჩემპიონატში გამართული მატჩი სტრასბურგსა და მეცს შორის საკმაოდ დაძაბული გამოდგა და მასპინძელთა გამარჯვებით 2:1 დასრულდა.

მიუხედავად მარცხისა, გამორჩეული მაინც მიქაუტაძე იყო. ქართველმა ფორვარდმა გოლი გაიტანა და რამდენიმე რეალური საგოლე მომენტი შექმნა.
ამ მარცხით მეცმა საფრანგეთის რანგით უმაღლეს დივიზიონში დარჩენის შანსები საგრძნობლად შეიმცირა.
