"ვინ დაიცავს კარს ლუნინი თუ კურტუა?", - ანჩელოტის კომენტარი

ბევრი იწერება იმაზე, თუ ვინ უნდა დაიცვას ჩემპიონთა ლიგის ფინალსი დორტმუნდთან მატჩში რეალის კარი - ლუნინმა თუ კურტუამ.
ამასთან დაკავშირებით კომენტარი სამეფო კლუბის მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ გააკეთა.
"კარგია, რომ მილიტაო და კურტუა ტრავმის შემდეგ დაბრუნდნენ და ჩვენთან ერთად არიან. ვინ იდგება კარში? - ყველაფერი მატჩამდე დაახლოებით 1 კვირით ადრე გვეცოდინება.
ფაქტია, ლუნინმა გუნდის წარმატებაში დიდი წვლილი შეიტანა, კურტუას სახით კი მსოფლიოს საუკეთესო მეკარე გვყავს', - განაცხადა ანჩელოტიმ.