ავტორიზაცია

შესაძლოა ლევანდოვსკის 2020 წლის ოქროს ბურთი გადასცენ

შესაძლოა ლევანდოვსკის 2020 წლის ოქროს ბურთი გადასცენ
თარიღი 14 მაი 2024, 16:43
2020 წლის ოქროს ბურთი, რომელიც კოვიდის გამო გაუქმდა, შესაძლოა რობერტ ლევანდოვსკის გადასცენ.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, აღნიშნულ საკითხს France Football აქტიურად განიხილავს და დიდი შანსია, პოლონელი ფეხბურთელი ოქროს ბურთის მფლობელი გახდეს.

რობერტ ლევანდოვსკი ოქროს ბურთზე 2021 წელს იყო წარდგენილი და მეორე ადგილზე გავიდა - პირველი ადგილი კი ლიონელ მესიმ დაიკავა.