ავტორიზაცია

𝗕𝗥𝗘𝗔𝗞𝗜𝗡𝗚: პრემიერ ლიგის კლუბები VAR-ის გაუქმებას კენჭს უყრიან

𝗕𝗥𝗘𝗔𝗞𝗜𝗡𝗚: პრემიერ ლიგის კლუბები VAR-ის გაუქმებას კენჭს უყრიან
თარიღი 15 მაი 2024, 21:26
პრემიერ ლიგის კლუბები მომავალი სეზონიდან VAR-ის სისტემის გაუქმებას კენჭს უყრიან. აღნიშნულის შესახებ ჟურნალისტი დევიდ ორნშტეინი The Athletic-ზე დაყრდნობით იტყობინება. 

კენჭისყრა, ორნშტეინის თქმით, პრემიერ ლიგის კლუბ "ვულვერჰემპტონის" ინიციატივა იყო და ის ერთ თვეზე ნაკლებ დროში, 6 ივნისს, კლუბების ყოველწლიურ გენერალურ შეხვედრაზე განიხილება.

აღსანიშნავია ისიც, რომ ნებისმიერი წესის ცვლილებას წევრების 2/3-ის, 20-იდან 14 წევრის თანხმობა სჭირდება.