ავტორიზაცია

BREAKING: მამადუ სახო ქუთაისის ტორპედოში ითამაშებს!

BREAKING: მამადუ სახო ქუთაისის ტორპედოში ითამაშებს!
თარიღი 15 მაი 2024, 23:53
ქუთაისის "ტორპედომ" საფრანგეთის ნაკრებისა და "ლივერპულის" ყოფილი მცველის მამადუ სახოს ტრანსფერი შეათანხმა.

ამის შესახებ ინფორმაცია ქუთაისის "ტორპედოსა" და ბათუმის "დინამოს" მატჩის პირდაპირ ეთერში კომენტატორმა დავით მინაშვილმა განაცხადა.

როგორც Geo Team-ი იუწყება, მამადუ სახოს წარმომადგენლები ამ მომენტში ქუთაისში იმყოფებიან, პირადი კონტრაქტის დეტალები 34 წლის ცენტრალურ მცველთან შეთანხმებულია.

შეგახსენებთ, რომ სახო ბოლოს "მონპელიეს" ღირსებას იცავდა.