ბაიერნი ტეო ერნანდესის ტრანსფერს აქტიურად განიხილავს
მიუნხენის "ბაიერნი" "მილანის" ფრანგი მოთამაშის ტეო ერნანდესის შესაძლო ტრანსფერს აქტიურად განიხილავს.
ამის შესახებ ინსაიდერი კრისტიან ფალკი იტყობინება.
ფეხბურთელის აგენტმა მიუნხენელ გუნდს განუცხადა, რომ "მილანის" მარცხენა მცველის მომსახურებით მანჩესტერ "იუნაიტედი" და მანჩესტერ "სიტიც" არიან დაინტერესებული.
იტალიის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში 26 წლის ერნანდესმა 31 მატჩში 5 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა გააკეთა.