BREAKING: ტურინის იუვენტუსმა ალეგრი გაათავისუფლა
ტურინის "იუვენტუსმა" მასიმილიანო ალეგრის გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გათავისუფლების შესახებ გამოაცხადა.
"მასიმილიანო ალეგრი იუვენტუსის მწვრთნელი აღარ არის“, - ნათქვამია "ბებერი ქალბატონის" პრესსამსახურის განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ ალეგრი იუვეს ბოლო სამი წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა. მანამდე ის "იუვენტუსში" 2014-2019 წლებში მუშაობდა.
კლუბთან ერთად იტალიელმა სულ 12 ტიტული მოიგო - ხუთი სკუდეტო, ხუთი იტალიის თასი და ორი სუპერთასი.