როგორი შეფასება მიიღო დავითაშვილმა დღევანდელ მატჩში?

საფრანგეთის ლიგა 2-ში გამართული მატჩი ბორდოსა და პაუს შორის, მასპინძელთა გამარჯვებით 3:2 დასრულდა.

მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი ზურიკო დავითაშვილი გახდა, რომელმაც ჯერ 2 საგოლე გადაცემა გააკეთა, შემდეგ კი გოლი გაიტანა.
აღსანიშნავია, რომ დავითაშვილმა 9.2 შეფასება დაიმსახურა, რაც ყველაზე მაღალია ორივე გუნდში.
