ვინ უხელმძღვანელებს იუვენტუსს ჩემპიონატის ბოლო ორ ტურში?
52 წლის სპეციალისტი პაოლო მონტერო, რომელიც მანამდე ტურინის "იუვენტუსის" ახალგაზრდულ გუნდში მუშაობდა, მასიმილიანო ალეგრის გათავისუფლების შემდეგ პირველ გუნდს ჩაიბარებს.
ამის შესახებ "ბებერი ქალბატონის" პრესსამსახური იტყობინება.
ამრიგად, მონტერო გუნდს სეზონის ბოლო ორ თამაშში უხელმძღვანელებს - "ბოლონიასთან" და "მონცასთან".
შეგახსენებთ, რომ ალეგრი ტურინული გუნდიდან 17 აპრილს დაითხოვეს, მას შემდეგ რაც იტალიის თასზე გამარჯვება მოიპოვა.