ავტორიზაცია

ჩემპიონთა ლიგის ფინალში რეალს მოთამაშე გამოაკლდა

ჩემპიონთა ლიგის ფინალში რეალს მოთამაშე გამოაკლდა
თარიღი 21 მაი 2024, 16:45
1 ივნისს, ჩემპიონთა ლიგის ფინალში ერთმანეთს მადრიდის "რეალი" და "დორტმუნდი" დაუპირისპირდება.

მატჩამდე 10 დღით ადრე ცნობილი ხდება, რომ სამეფო კლუბს ამ შეხვედრაში ფრანგი ნახევარმცველი ჩუამენი დააკლდება.

ჩუამენმა კონსულტაცია გაიარა სხვადასხვა სამედიცინო სპეციალისტებთან, რათა ეპოვა გამოსავალი, რომელიც დააჩქარებდა მის გამოჯანმრთელებას. 

ექიმების რეკომენდაციით, ჩუამენი დიდი ალბათობით ჩემპიონთა ლიგის ფინალში ვერ ითამაშებს, ევროპის ჩემპიონატისთვის კი მზად იქნება.