ავტორიზაცია

პოჩეტინომ შესაძლოა მანჩესტერ იუნაიტედი ჩაიბაროს

პოჩეტინომ შესაძლოა მანჩესტერ იუნაიტედი ჩაიბაროს
თარიღი 22 მაი 2024, 11:56
მაურისიო პოჩეტინო "მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელის კანდიდატი გახდა. 

არგენტინელმა "ჩელსი" დანიშვნიდან ერთი წლის შემდეგ დატოვა. 

ცნობილი ინსაიდერის დევიდ ორნშტეინის თქმით, "მანჩესტერ იუნაიტედი" დიდი ხანია თვალს ადევნებს პოჩეტინოს და ახლა "წითელი ეშმაკები" სერიოზულად განიხილავენ 52 წლის სპეციალისტის დანიშვნის შესაძლებლობას. 

თუმცა, ჯერ მანკუნიელების ხელმძღვანელობას ერიკ ტენ ჰაგზე გადაწყვეტილების მიღება მოუწევს - ნიდერლანდელის მომავალი ამ დრომდე გაურკვეველი რჩება.