ავტორიზაცია

რატომ ვერ მოხვდა აზაროვი განაცხადში? - ვილი სანიოლის კომენტარი

რატომ ვერ მოხვდა აზაროვი განაცხადში? - ვილი სანიოლის კომენტარი
თარიღი 22 მაი 2024, 13:20
რამდენიმე წუთის წინ, საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა ევროპის ჩემპიონატისთვის შემადგენლობა გამოაცხადა, სადაც შახტარის მარცხენა მცველი, ირაკლი აზაროვი ვერ მოხვდა.

ფრანგმა სპეციალისტმა აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზი დაასახელა: "აღნიშნულ პოზიციაზეა ლევან შენგელია, რომელმაც მარტში ბრწყინვალედ ითამაშა და ასევე გვყავს გიორგი წიტაიშვილიც. გადაწყვეტილების მიღება რთული იყო, თუმცა, შენგელია და წიტაიშვილი გამოძახებას იმსახურებდნენ და პოზიციას მესამე ფეხბურთელს ვეღარ დავამატებდი."

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატისთვის:

მეკარეები: გიორგი მამარდაშვილი, გიორგი ლორია, ლუკა გუგეშაშვილი

მცველები: საბა კვერკველია, გურამ კაშია, ჯემალ ტაბიძე, გიორგი გველესიანი, ლუკა ლოჩოშვილი, ოთარ კაკაბაძე, გიორგი გოჩოლეიშვილი

ნახევარმცველები: ჩაკვვეტაძე, მექვაბიშვილი, კანკავა, კიტეიშვილი, კვეკვესკირი, ქოჩორაშვილი, ალთუნაშვილი, შენგელია, წიტაიშვილი

თავდამსხმელები: ზივზივაძე, მიქაუტაძე, ლობჟანიძე, ქვილითაია, დავითაშვილი, კვარაცხელია