ჩემპიონთა ლიგის მომდევნო სეზონში შესაძლოა 6 იტალიური კლუბი ვიხილოთ

ევროპა ლიგის 2023/24 წლების სეზონი ატალანტამ მოიგო და იტალიის სერია ა-ს გაუჩნდა შანსი ჩემპიონთა ლიგის მომდევნო სეზონში 6 კლუბი გაიყვანოს.
იმ შემთხვევაში, თუ სერია ა-ს საბოლოო ცხრილში ატალანტა პოზიციას ვერ გაიუმჯობესებს და ასპარეზობას მე-5 ადგილზე დაასრულებს, რომა ჩემპიონთა ლიგის საგზურს მოიპოვებს.
გასპერინის გუნდს სერია ა-ს მიმდინარე სეზონში ორი მატჩი აქვს დარჩენილი - ტორინოსთან და ფიორენტინასთან. ორივეს მოგების შემთხვევაში, რომ ჩემპიონთა ლიგის მიღმა აღმოჩნდება.