დარჩენა თუ წასვლა - მიჩელის მომავალი
მესამე დღეა არ წყდება საუბარი დონოვან მიჩელის მომავალზე. ჯერ ითქვა, რომ მიჩელს ''კლივლენდიდან" წასვლა სურს. შემდე ''ლოს ანჯელეს ლეიკერსზე'' დაიწერა, მაგრამ კავსის გენერალურმა მენეჯერმა განაცხადა მკაფიო უარი და აღნიშნა, რომ მიჩელი ლეიკერსში არ გაიცვლება.
ბოლო ინფორმაციით კლივლენდს არ სურს თავისი ლიდერის გაშვება და მასთან ახალი ხელშეკრულების დადება სურს. "ოჰაიოელები" "სპაიდერს" ახალ კონტრაქს სთავაზობენ და მისთვის 4 წლის მანძილზე 209 მილიონი აქვთ გამზადებული. თავად მიჩელმა ჯერ კიდევ მარტის თვეში გამოთქვა სურვილი გუნდის შეცვლის და კარიერის სხვაგან გაგრძელების, რთული სათქმელია ეყოფა თუ არა კლივლდენს ეს თანხა თავისი ლიდერის დასაყოლიებლად.
დარიუს გარლანდის და დონოვან მიჩელის დუეტი თითქოს არ მუშაობს კავალერს კარგი წინა ხაზი ჰყავს ალენის და მობლის სახით, მაგრამ უკანახაზი საკმაოდ დაუბალანსებელია. მიჩელი თუ დარჩა არის იმის შანსი, რომ დარიუს გარლანდი გაიცვალოს და მის ადგილზე მაღალი დონის მსუბუქი ფორვარდი მოვიდეს.

აქვე დავამატებთ, რომ გუშინ გავრცელდა ცნობა, რომ დონოვან მიჩელის დამატება ჰიუსტონ ''როკეტს'' სურს და ტეხასელებს კარგი პაკეტიც აქვთ. ამის გარდა, ჰყავთ ახალგაზრდა მოთამაშეები და რაც კლივლენდს სურს და აინტერესებს ბაზარზე პირველი რაუნდის დრაფტ პიკები.