ვალენსიას გიორგი მამარდაშვილის ტრანსფერის თაობაზე ნიუკასლის შეთავაზება არ აკმაყოფილებს
როგორც ცნობილია, ესპანური “ვალენსია” მზადაა ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაში, გიორგი მამარდაშვილი გაყიდოს.
ინგლისის "ნიუკასლი" დაინტერესებულ კლუბებს შორისაა, მაგრამ Sport Witness-ის ცნობით, "კაჭკაჭები" ამჟამად ესპანურ გუნდს 10 მილიონ ევროთი ნაკლებს სთავაზობენ, ვიდრე "ვალენსია" ითხოვს.
მამარდაშვილმა მიმდინარე სეზონში ესპანეთის ჩემპიონატში 36 მატჩი ჩაატარა, აქედან 14-ჯერ კი კარი მშრალად შეინახა.