ალექს სანდრო იუვენტუსს თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს

სეზონის ბოლოს, ტურინის იუვენტუსს თავისუფალი აგენტის სტატუსით მარცხენა მცველი, ალექს სანდრო დატოვებს - მან კლუბში 9 წელი ითამაშა.
ალექს სანდრო იუვენტუსში 2015 წელს პორტუდან გადავიდა - ბრაზილიელმა ფეხბურთელმა ტურინული კლუბის მაისური 326 მატჩში მოირგო, 15 გოლი გაიტანა და 32 საგოლე გადაცემა გაიფორმა.
იუვენტუსთან ერთად ალექს სანდრომ სერია ა და იტალიის თასი 5-5-ჯერ მოიგო, ხოლო იტალიის სუპერ თასის გამარჯვებული ერთხელ გახდა.