ავტორიზაცია

ფარული დიალოგი პრეზიდენტსა და მბაპეს შორის - რას აიძულებდა ალ-ხელაიფი ფრანგს?

ფარული დიალოგი პრეზიდენტსა და მბაპეს შორის - რას აიძულებდა ალ-ხელაიფი ფრანგს?
თარიღი 25 May 2024, 16:38
როგორც მოგეხსენებათ, ფრანგი თავდამსხმელი კილიან მბაპე პსჟ-ს ამ ზაფხულს თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს და მადრიდის რეალს შეუერთდება.

იყო საუბრები, რომ მბაპე პარიზულ გრანდთან კონტრაქტს გაახანგრძლივებდა, თუმცა შეთანხ,ება არ შედგა.

მაშინ, როცა პსჟ-ს პრეზიდენტი ალ-ხელაიფი მიხვდა, რომ მბაპესნაირ ფეხბურთელს გუნდიდან უფასოდ უშვებდა, ფრანგს სხვადასხვა რამ აიძულა.

ალ-ხელაიფი მბაპეს აიძულებდა, რომ ზამთარში ახალი კონტრაქტი გაეფორმებინა. არგუმენრად კი მოჰყავდა, რომ თუ სხვა გუნდებმა ბელინგემი, კეინი და სხვა მოთამაშეები იყიდეს, რატომ უნდა წასულიყო მბაპე უფასოდ.

მეორეს მხრივ, ალ-ხელაიფი მბაპეს კლუბის პატივისცემისკენ მოუწოდებდა და უთხრა, რომ თუ ის სხვა გუნდში უფასოდ გადავიდოდა, მათ გააძლიერებდა, პსჟ-ს კი დაასუსტებდა და პარიზელებს მის ტრანსფერში სარგებლის ნახვა უნდოდათ. რა თქმა უნდა, კილიანმა ამ ყველაფერზე უარი განაცხადა.

ბოლოს კი პრეზიდენტმა ლუის ენრიკეს მოუწოდა, მბაპე საერთოდ არ ეთამაშებინა და სათადარიგოთა სკამზე დაესვა. რამდენჯერმე ასეც მოხდა, თუმცა ენრიკეს გადაწყვეტილებითვე, მბაპე ძირითადში დაბრუნდა.