ტოპ ჩემპიონატების ყველაზე სწრაფი ხუთი მოთამაშე

ცნობილი პორტალის Give me Sport-ის ექსპერტებმა ევროპის ტოპ 5 ჩემპიონატის ყველაზე სწრაფი ფეხბურთელების რეიტინგი გამოაქვეყნეს.
პირველი ადგილი მოულოდნელად მადრიდის "რეალის" ცენტრალურმა მცველმა ანტონიო რუდიგერმა დაიკავა. მისი სიჩქარე 36,7 კმ/სთ გახლავთ.
მეორე ადგილი ინგლისის პრემიერ ლიგის ორმა წარმომადგენელმა გაიყო. "ლივერპულის" თავდამსხმელმა მოჰამედ სალაჰმა და "ფულჰემის" გარემარბმა ადამ ტრაორემ 36,66 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწიეს.
რეიტინგში შემდეგია დორტმუნდის "ბორუსიას" ფორვარდი კარიმ ადეეემი (36,65) და ლონდონის "ჩელსის" შემტევი მიხაილო მუდრიკი - 36,63 კმ/სთ.