ავტორიზაცია

უარი ბერნანდო სილვას ტრანსფერზე - ხვიჩა კვარაცხელია პსჟ-ს მთავარი სამიზნე გახდა

უარი ბერნანდო სილვას ტრანსფერზე - ხვიჩა კვარაცხელია პსჟ-ს მთავარი სამიზნე გახდა
თარიღი 27 მაი 2024, 19:12
ავტორიტეტული ფრანგული გამოცემის Le Parisien-ის ცნობით, "პსჟ" ხვიჩა კვარაცხელიას შეძენით იმდენად აქტიურადაა დაინტერესებული, რომ მზად არის ბერნარდო სილვას დამატებაზე უარი თქვას.

მას შემდეგ რაც კილიან მბაპემ პარიზული გუნდი დატოვა, ქართველი ვარსკვლავი ლუის ენრიკეს გუნდისთვის მთავარი პრიორიტეტი სამიზნე გახდა.

როგორც აქამდე არაერთმა ცნობილმა გამოცემამ დაწერა, "პსჟ"-მ კვარას თაობაზე შეთავაზება გააკეთა, თუმცა დე ლაურენტისი გადაწყვეტილეების მიღებას არ ჩქარობს.