კონტემ ლუკაკუს ტრანსფერზე მწვანე შუქი მიიღო - ხვიჩა კვარაცხელიას დარჩენის შანსები მცირდება
როგორც La Gazzetta dello Sport იუწყება, ანტონიო კონტემ ნეაპოლური კლუბის ხელმძღვანელობისგან რომელუ ლუკაკუს ტრანსფერზე მწვანე შუქი მიიღო.
ამავდროულად, "ნაპოლიმ" შესაძლოა ხვიჩა კვარაცხელია ვერ შეინარჩუნოს.
წყაროს ცნობით, "პარტენოპეიმ" "პსჟ"-სგან ქართველი გარემარბის შესახებ 80 მილიონი ევროს შეთავაზება მიიღო. პარიზელები მზად არიან შეთავაზება 100 მილიონ ევრომდე გაზარდონ.
ამასთან ერთად, "ნაპოლის" პრეზიდენგი აურელო დე ლაურენტისი კვარას წარმომადგენლებთან ახალ კონტრაქტზე ვერ თანხმდება, რაც ტრანსფერის შანსებს საგრძნობლად ზრდის.