კალვინ ფილიფსი შონ დაიჩთან ?
მერსისაიდული ევერტონი ზაფხულში აუცილებლად უნდა გაძლიერდეს, ლივერპულური კლუბი საკმაოდ მძიმე კრიზისშია. გასულ სეზონში, რომ არა სუსტი კონკურენტები ''ლურჯები'' პრემიერ ლიგიდან დექვეითდებოდნენ. შონ დაიჩი გუნდში რჩება და თავისი სტილისთვის მოთამაშეებს ითხოვს. "ლურჯებს" ნახევარ დაცვის ხაზი აქვთ გასაძლიერებელი, დიდი შანსია გუნდი ანდრე ონანამ დატოვოს, რომლის მიმართაც არა ერთი კლუბი იჩენს ინტერესს და მისი შენარჩუნება საკმაოდ რთული იქნება.
ონანას მთავარ შემცვლელად, მანჩესტერ სიტის ჩამშლელი ნახევარმცველი კალვინ ფილიფსი მოიაზრება. ინგლისელმა ნახევარმცველმა უკვე დიდი ხანია დაკარგა გვარდიოლას ნდობა და პრაქტიკულად ''ქალაქელთა'' შემადგენლობაში არ თამაშობს. სეზონის მერე ნახევარი ინგლისელმა დედაქალაქში გაატარა, სადაც იჯარით ვესტ ჰემის ღირსებას იცავდა. მისთვის სამწუხაროდ ვერც ''ჩაქუჩების'' რიგებში მოახერხა თავის გამოჩენა ამის გამო დედაქალაქელები არ აპირებენ მის გამოსყიდვას.
მერსისაიდულ გუნდში თვლიან, რომ ფილიფსის ხელში ჩაგდება კარგი იდეაა, რადგან მისი ფასი დავარდნილია და ინგლისელმაც არ უნდა თქვას უარი ევერტონში გადასვლაზე, რადგან გუდისონ პარკზე მას, დიდი სათამაშო დრო ექნება.