ნაპოლი პსჟ-ს ინტერესის მიუხედავად კვარაცხელიას გაყიდვას არ აპირებს
იტალიურ "ნაპოლის" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაში გარემარბის ხვიჩა კვარაცხელიას გაყიდვა არ სურს.
Il Corriere dello Sport-ის ინფორმაციით, "პარტენოპეის" არ აქვთ ქართველ ფეხბურთელთან განშორების სურვილი, რომლის შეძენაც ფრანგულ "პსჟ"-ს სურს.
წყაროს ცნობით, ანტონიო კონტე მალე "ნაპოლის" ახალი მწვრთნელი გახდება. იტალიელ სპეციალისტს კი კვარაცხელიას შენარჩუნება სურს, რომელსაც ერთ-ერთ საკვანძო მოთამაშედ მიიჩნევს.
იტალიის ჩემპიონატის დასრულებულ სეზონში ხვიჩა კვარაცხელიამ 11 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა გააკეთა.