ოფიციალურად: ბარსელონამ ჩავისთან კონტრაქტი გაწყვიტა

კატალონიის ბარსელონამ უკვე ოფიციალურად დაადასტურა, რომ ჩავი ერნანდესი და მისი გუნდი კლუბში მუშაობას აღარ განაგრძობენ.
"ბარსელონამ და ჩავი ერნანდესმა მიაღწიეს შეთანხმებას, რომ მწვრთნელთან და მის სამწვრთნელო შტაბთან 2024/25 წლამდე გათვლილი კონტრაქტი შეწყდეს.
კლუბი საჯაროდ გამოხატავს მადლობას ჩავის და მისი ტექნიკურ პერსონალის მათი ერთგულებისთვისა და თავდადებისათვის. ვუსურვებთ წარმატებებს მომავალში, როგორც პირადად, ასევე პროფესიულად", - ვკითხულობთ განცხადებაში.
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ "ბლაუგრანას" ახალი მწვრთნელი უკვე ჰყავს - კლუბს ახალი სეზონიდან გერმანელი სპეციალისტი, ჰანსი ფლიკი გადაიბარებს. ფლიკი და მისი აგენტი ქალაქ ბარსელონაში გუშინ ჩავიდნენ, დღეს კი აგენტი ბარსას ოფისში იმყოფებოდა, სადაც, როგორც ცნობილია, კონტრაქტს ხელი უკვე მოეწერა,