ავტორიზაცია

ტრანსპორტერის ლიგა — საქართველოს ჩემპიონატი მოტო რბოლაში იწყება!

ტრანსპორტერის ლიგა — საქართველოს ჩემპიონატი მოტო რბოლაში იწყება!
თარიღი 30 მაი 2024, 11:12
ტრანსპორტერ ბაიკერს კლუბი (Transporter Bikers Club) 2024 წელს, კომპანია ტრანსპორტერის ინიციატივით შეიქმნა. კლუბის პირველ პრეზიდენტად - გივი ხვედელიძე იქნა არჩეული. მისი ხელმძღვანელობით, კლუბი აქტიურად იქნება ჩართული მოტო სპორტის განვითარებაში და სხვადასხვა ტიპის მასშტაბური ღონისძიების დაგეგმვაში. ტრანსპორტერ ბაიკერს კლუბი, საქართველოს ნაციონალური მოტო ფედერაციის წევრია.



კლუბის უმთავრესი მიზანია, მოტო მოყვარულების გაერთიანებით შექმნას, ჯანსაღი, სამართლიანი და განვითარებაზე ორიენტირებული საზოგადოება. კლუბი როგორც, უკვე შემდგარ სპორტსმენებსა თუ მოყვარულებს, ისე ახალგაზრდა მოტო მრბოლელებს შეუწყობს ხელს, განვითარებასა და წარმატების მიღწევაში.

ტრანსპორტერ ბაიკერს კლუბის მიზნებს წარმოადგენს:

- მოტო მოყვარულების გაერთიანება და ერთიანი საზოგადოების შექმნა;
- მოტო სპორტის სახეობების პოპულარიზაცია;
- ეროვნული და საერთაშორისო რანგის ჩემპიონატების ჩატარება;
- მოტო ინდუსტრიაში მაღალი სტანდარტების დანერგვა;
- მრბოლელების წახალისება და ხელშეწყობა;
- მოტო სფეროს შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება;
- ადგილობრივ და საერთაშორისო კლუბებთან და ფედერაციებთან თანამშრომლობა;
- ბავშვების და ახალგაზრდა თაობის ჩართვა მოტო სპორტში და საერთაშორისო ასპარეზზე გაყვანა;


 

2 ივნისის, ტრანსპორტერ ბაიკერს კლუბის ორგანიზებითა და ფედერაციის ეგიდით ტარდება საქართველოს ჩემპიონატი - „ტრანსპორტერის ლიგა“. ჩემპიონატი მოიცავს მთელი წლის განმავლობაში 5 ეტაპს. დაგეგმილია შეჯიბრი, როგორც დრაგში, ისე წრიულ რბოლაში.

2 ივნისი - დრაგი I ეტაპი
23 ივნისი - წრიული რბოლა I ეტაპი
14 ივლისი - წრიული რბოლა II ეტაპი
29 სექტემბერი - წრიული რბოლა III ეტაპი
20 ოქტომბერი - დრაგი II ეტაპი




2 ივნისს, რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე, ჩატარდება ტრანსპორტერ ლიგის პირველი ეტაპი - მოტო დრაგში. ონლაინ რეგისტრაცია გაგრძელდება 1 ივნისის, 20:00 საათამდე. ასევე, ღონისძიების დაწყებამდე, მონაწილეები ადგილზე შეძლებენ რეგისტრაციის გავლას, რაც 10:00-12:00 საათამდე იქნება შესაძლებელი.

ლიგის გენერალური სპონსორები არიან კომპანია ტრანსპორტერი და გალფი, მხარდამჭერი SMH Sports, ხოლო მედია პარტნიორები: goal.ge, ბიზნეს მედია საქართველო (BMG) და რუსთავი 2. დამატებით, დეტალური ინფორმაციის მიღება, რეგლამენტსა და რეგისტრაციაზე შესაძლებელია ტრანსპორტერ ბაიკერს კლუბის ვებ. გვერდზე - www.trbc.ge.