ავტორიზაცია

რუნი ასახელებს მიზეზს, რის გამოც მესი რონალდუზე უკეთესია

რუნი ასახელებს მიზეზს, რის გამოც მესი რონალდუზე უკეთესია
თარიღი 30 მაი 2024, 16:32

ინგლისელმა სპეციალისტმა, უეინ რუნიმ, The Overlap-თან საუბრისას, ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელები - ლიონელ მესი და კრიშტიანუ რონალდუ ერთმანეთთან შეადარა.

"ვფიქრობ, მესი ყველა დროის საუკეთესოა. ამის  გამო ყოველთვის მაკრიტიკებენ, თითქოს, აუცილებლად რონალდუ უნდა ვთქვა. მესმის, რომ ზოგმა შეიძლება მესი თქვას, ზოგმა კრიშტიანუ, ზოგმა ორივე.

ორივე მათგანი წარმოუდგენელი ფეხბურთელია, ვფიქრობ, ორი საუკეთესო მოთამაშე ისტორიაში. მაგრამ, ჩემი აზრით, მესი უფრო ნიჭიერია, რასაც ფეხბურთელში ყველაზე მეტად ვაფასებ"


- განაცხადა რუნიმ.

აღსანიშნავია, რომ 2004-2009 წლებში რუნი და რონალდუ მანჩესტერ იუნაიტედში თანაგუნდელები იყვნენ. მათ ერთმანეთის მხარდამხარ 205 მატჩი გაუმართავთ და 2008 წელს ჩემპიონთა ლიგაც მოიგეს.