ავტორიზაცია

კონტეს გეგმა B უკვე აქვს - რა მოხდება თუ კვარაცხელია გუნდს დატოვებს?

კონტეს გეგმა B უკვე აქვს - რა მოხდება თუ კვარაცხელია გუნდს დატოვებს?
თარიღი 30 მაი 2024, 18:09
ქართველი ფეხბურთელის ხვიჩა კვარაცხელიას შეძენით პსჟ აქტიურად ინტერესდება და პარიზელები მის სანაცვლოდ 100 მილიონ ევროს იხდიან.

თავის მხრივ, ნაპოლი ამ შემოთავაზებაზე პასუხის გაცემას არ ჩქარობს და ფიქრის პროცესშია.

დიდი ალბათობით, გუნდს კაპიტანი დი ლორენცო დატოვებს, გუნდის პოტენციურ ახალ მწვრთნელს ანტონიო კონტეს კი უკვე აქვს გეგმა ბ, როგორ შეცვალოს ეს ორი წამყვანი მოთამაშე.

კვარაცხელიას შემცვლელად კონტე იუვენტუსის შემტევს კიეზას მოიაზრებს, დი ლორენცოს შემცვლელად კი ასევე ტურინელ დანილოს.