ავტორიზაცია

როდრიგოს ტრანსფერით ინგლისური გრანდი დაინტერესდა

როდრიგოს ტრანსფერით ინგლისური გრანდი დაინტერესდა
თარიღი 31 მაი 2024, 10:51
მადრიდის რეალის შემტევის, როდრიგოს ტრანსფერით ინგლისური კლუბი დაინტერესდა - ინფორმაციას Marca ავრცელებს.

წყაროს ცნობით, 23 წლის ბრაზილიელის დამატება მანჩესტერ სიტის სურს და ტრანსფერზე მუშაობას უახლოეს მომავალში ოფიციალურად დაიწყებს.

შეგახსენებთ, რომ როდრიგო რეალის ღირსებას 2019 წლიდან იცავს და სამეფო კლუბის მაისურით ჩატარებულ 215 შეხვედრაში 54 გოლი გაიტანა და 41 საგოლე გადაცემა გაიფორმა.