ტურის საუკეთესო ფეხბურთელი და სიმბოლური გუნდი — ლობჟანიძემ MLS-ში გაიბრწყინა
MLS-ის მე-17 ტურში, ატლანტა იუნაიტედის შემტევმა, საბა ლობჟანიძემ ინტერ მაიამის წინააღმდეგ დუბლი გაიფორმა და გუნდის გამარჯვებაში დიდი როლი ითამაშა.
აღნიშნული ტურის საუკეთესო ფეხბურთელად სწორედ ქართველი შემტევი დასახელდა - ის აგრეთვე ტურის სიმბოლურ თერთმეტეულშიც მოხვდა, რომელიც MLS-ის ოფიციალურმა გვერდმა შეადგინა.
Presenting the star performers from Matchday 17. ⭐️
— Major League Soccer (@MLS) May 30, 2024
🗞️: https://t.co/dDLuEHbmuu pic.twitter.com/nmvQrzUSoc