ავტორიზაცია

ჟერარ პიკეს ბრალი კორუფციაში ედება

ჟერარ პიკეს ბრალი კორუფციაში ედება
თარიღი 31 მაი 2024, 14:23
2019 წელს ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამ დააანონსა, რომ ესპანეთის სუპერ თასი ქვეყნის საზღვრებს გასცდებოდა და საუდის არაბეთში ჩატარდებოდა. საუდის არაბეთის მთავრობა დათანხმდა, რომ მომდევნო 10 წლის განმავლობაში ტურნირს უმასპინძლებდა, სანაცვლოდ კი ყოველ წელს 30 მილიონ ევროს გაიღებდა. 

აღნიშნულ შეთანხმებას ესპანეთის სასამართლო „შესაძლო უკანონობა კრიმინალური შედეგებით"-მიზეზით იძიებდა, რის შემდეგაც სამართალდამცავებმა ახალი მტკიცებულებები აღმოაჩინეს. 

TheAthletic-ის ინფორმაციით, ზემოხსენებული გარიგებიდან არალეგალურად ფული ჟერარ პიკეს საკუთრებაში მყოფმა კომპანიამ Kosmos-მა მიიღო, რომელიც წელიწადში 4 მილიონ ევროს იღებდა. შეგახსენებთ, რომ შეთანხმების დადების პერიოდში ჟერარი ჯერ კიდევ "ბარსელონას" საკუთრებაში იმყოფებოდა.

Diario AS-ის ცნობით, მოსამართლე, დელია როდრიგო მტკიცებულებებს ფლობს , ჟერარ პიკეს კი აპელაციისათვის მომდევნო 3 დღე აქვს.